LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ITB Berlin 2024-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

120
მაია ომიაძე

ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გავლენიანი მედია პლატფორმებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს National Geographic-ის, Bloomberg-ის,  Wanderlust-ის  ხელმძღვანელ პირებთან და საერთაშორისო კულინარიული ფესტივალის Nat Geo Food Fest-ის ორგანიზატორებთან. მოლაპარაკება შედგა ჩინეთში ერთ-ერთი უდიდესი მარკეტინგული კომპანიის China Ready-ის წარმომადგენლებთან.

ცნობისთვის, ITB Berlin 2024-ზე 32 ქვეყნიდან 1300-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენაზე 1250-ზე მეტი გაყიდვების კომპანიაა წარმოდგენილი.