კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ჯერჯერობით არ ამხელს მიიღებს თუ არა საჩუქრად iPhone 12 Pro-ს.
თუმცა ამბობს, რომ მაღაზიიდან ტელეფონის ჩუქების შემოთავაზება პირადად მიიღო.
„ფორტუნასთან“ საუბარში მეუფემ მაღაზიის წარმომადგენელთან საუბრის დეტალები ნაწილობრივ გაამხილა.
„მაღაზია დამიკავშირდა და შემომთავაზა ტელეფონის ჩუქება. ვისაუბრეთ და შევჯერდით, რომ ძალიან საინტერესო ღონისძიება გვექნება. დეტალებს ვერ დაგიზუსტებთ, მაგრამ ვაპირებთ, რომ ღონისძიებაზე მოვიწვიოთ ჟურნალისტები. ცალსახა პასუხი არ არსებობს თქვენს კითხვაზე, ავიღებ თუ არა საჩუქარს. რამის სოროში წაღებას არ ვაპირებ. პირიქით, საგანმანათლებლო ღონისძიება იქნება. მგონი, კარგი ღონისძიება გამოვა, მაგრამ ჯერ მაღაზიას ფიზიკურად არ აქვს ტელეფონი“, – განგვიცხადა მეუფემ.
საქართველოში iPhone 12 Pro-ს პირველი მფლობელი შესაძლოა მიტროპოლიტი ნიკოლოზი გახდეს