ჟურნალისტი ნინა ხუბუტია, რომელიც იუბილარი გახლდათ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში 10 სექტემბერს საკუთარ განსაკუთრებულ დღედ მოიხსენიებს და მიღებული სითბოსა და კეთილი სურვილებისთვის მადლობას უხდის ყველას.
„რაც კი ვინატრე ცხოვრებაში, ამ ფოტოებშია. ყველას უღრმესი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და კეთილი სურვილებისთვის! მიყვარს ჩემი 10 სექტემბერი,“ – წერს ნინა ხუბუტია.
როგორც ჩანს, მან იუბილე მეუღლესთან და რამდენიმე თვის ნიკოლასთან ერთად აღნიშნა.
ცნობისთვის, ბიზნესმენი სანდრო შელია და ნინა ხუბუტია რამდენიმე თვის წინ, 11 ივნისს მშობლები გახდნენ. მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ნიკოლა დაარქვეს.