LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუკნევიჩიენეს ტვიტერზე ქართველები შეესივნენ და ლანძღავენ სტალინის ბიუსტების გამო რატომ გვაკრიტიკებო: გიორგი კანდელაკი

285
BeFunky-collage (8)

ევროპარლამენტარსა და ლიტვის თავდაცვის ყოფილ მინისტრს რასა იუკნევიჩიენეს ტვიტერზე ქართველები შეესივნენ და ლანძღავენ სტალინის ბიუსტები რომ თბილისის აეროპორტში იყიდება რატომ აკრიტიკებ საქართველოსო, – ამის შესახებ პოლიტიკოსი, პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში წერს.

“საქართველოს მეგობარი გვეგონეთ, რა შუაშია სტალინის ბიუსტების და საქართველოს ევროკავშირში წევრობის ერთმანეთთან დაკავშირებაო.” – წერს კანდელაკი.

“ჩემთვის პატივსაცემ რამდენიმე ადამიანსაც წამოსცდა, მერე რა რომ ეს ბიუსტები იყიდებაო. შუაში კი არა, თავშია, თავში.”

როგორც კანდელაკი წერს, იუკნევიჩიენეს სტალინმა “ნახევარი ოჯახი ამოუწყვიტა, დედამისი ციმბირში გაიზარდა, ოჯახის წევრები და მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები ციმბირში გარდაეცვალა.

“სხვა ნათესავები სტალინს შეაკვდნენ ლიტველების ათწლიანი გმირული პარტიზანული ომის დროს. და რა დროს შეუვარდნენ – სწორედ ახლა როცა, როგორც რასა სრულიად მართებულად აღნიშნავს უკრაინაში პუტინის ომი სტალინიზმის არდამარცხების შედეგი და გაგრძელებაა.
სირცხვილია.” – წერს კანდელაკი სოციალურ ქსელში.

 

magti 5g