LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იულია ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას აპირებს

resize_1tUAhryVwxkoI4CeBnuOL5q8YWSGm2bj_980x590

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან იბრძოლებს და აუცილებლად გაიმარჯვებს.

„მეორე ტურში გავა ჩვენი გუნდი და პოროშენკოს გუნდი. სხვა კონკურენტები არ არიან. ზუსტად ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ტურში ჩემს კონკურენტს არანაირი შანსი არ აქვს,“ – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

მან ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კონსტიტუციის ახალ პროექტს წარადგენს.

„ჩემი მიზანია საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო ეტაპზე კონსტიტუციის პროექტით გამოვიდე, რომელიც ხალხს დაუბრუნებს შესაძლებლობას ისარგებლოს თავისი უფლებით და განკარგოს საკუთარი რესურსები,“ – აღნიშნა ტიმოშენკომ.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია ოფიციალურად 31 დეკემბერს დაიწყო. ამავე დღეს კანდიდატებისა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებისთვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა დაიწყო. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 მარტს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები