იუნა შაფათავა „ფეისბუქის“ გვერდზე იხსენებს შეხვედრას უცნობ მამაკაცთან, რომლის შემდეგადაც ერთი დასკვნა გამოიტანა ზოგადად ქართველი მამაკაცების შესახებ.
„მოკლედ, ჩემი საქმიანი წოწიალის ფარგლებში, ვარ თბილისის მამაკაცების ტანსაცმლის ყველაზე ძვირ მაღაზიაში. გამოვდივარ,მასიურ გამჭვირვალე კარს იმპოზანტნი მამაკაცი უხლოვდება გარედან. დამინახა,გვერდზე გაიხედა, ვითომ არ ვარ უნახავი, მერე რა, გაპრანჭული ქალია–სახით. ვდგავარ კარის მეორე მხარეს შიგნით და ვითვლი სამამდე: შემოაღებს კარს, გამატარებს, თუ მე შევაღებ ჩემით და გავალ. შეყოვნდა. გამეღიმა,გავაღე ჩემით და ღიმილითვე, ვეუბნები:
–А я думала,Выыыы дверь откроете („ვიფიქრე, რომ კარს გამიღებდით“)…
საჩქაროდ მპასუხობს რუსულადვე:
– Я, я хотел,но не успел! („მინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარი“)
შემწყნარებლური სახით „ვიცი, ვიცი შენი хотел не успел“ თავის მართლება – გავუღიმე და გავუდექი ჩემს გზას.
მორალი: რაც უფრო მდიდარია ქართველი მამაკაცი, მით უფრო დაკომპლექსებულია… მთელი რიგი გარემოებების გამო… მეცოდებით, ძვირფასებო…“ – წერს იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში.