„იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების პროექტის ფარგლებში საქართველო ქალაქ ბათუმის წარდგენას გეგმავს,“ – ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ განაცხადა
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ამ საკითხის განსახილველად ბოლქვაძე იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეს კულტურის საკითხებში, ერნესტო ოტონეს შეხვდა.
„ვისაუბრეთ, ასევე, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის თაობაზე, რომელიც 2022 წლისთვის იგეგმება. საქართველო, როგორც იუნესკოს წევრი ქვეყანა, ღონისძიებებში საინტერესო პროგრამით ჩაერთვება, რაც ჩვენი ქვეყნის უნიკალურ თვითმყოფად კულტურას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ,“ – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.