LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იური ლუჟკოვი: აფხაზეთი და ოსეთი სხვა ქვეყანა და სხვა ხალხია

45

„მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს”, – ეს განცხადება საქართველოში მყოფმა მოსკოვის ყოფილმა მერმა, იური ლუჟკოვმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას გააკეთა.

იური ლუჟკოვის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

რაც შეხება „კანონს ოკუპაციის შესახებ“იური ლუჟკოვი ამბობს, რომ კანონის შესახებ სმენია, თუმცა საზღვარი ჩვეულებრივად გადმოკვეთა, მისი დოკუმენტაცია კი წესების შესაბამისად შემოწმდა.

„ჩვენ გადმოვკვეთეთ საზღვარი.  ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვები არ დაუსვამთ,  ტურისტული ჯგუფი ჩამოვედით. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება, წარსულში უნდა დარჩეს“, – აღნიშნა ლუჟკოვმა.

„ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებმა მომავალზე უნდა იფიქრონ. მე ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო სივრცე, განსაკუთრებით ქართული ღვინისთვის“, – განაცხადა ლუჟკოვმა.

მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში ოთხი დღის წინ სომხეთიდან ჩამოვიდა.როგორც თავად ლუჟკოვი ამბობს, საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g