LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იური მეჩითოვი საზოგადოებას მიმართავს – რა აქვს სათქმელი 9 აპრილის სკანდალური განცხადების ავტორს (ვიდეო)

iurimechitovi

„იუთუბზე“ გავრცელდა ვიდეო, სადაც 9 აპრილთან დაკავშირებით სკანდალური განცხადების ავტორი, ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი საზოგადოებას მიმართავს.

ის ამბობს:

„ჩემო საყვარელო ხალხო!. მინდა მოგმართოთ თქვენ და განვაცხადო, რომ მე საშინლად მტკივა გული, რომ ამდენი ტკივილი მივაყენე ჩემს თანამემამულეებს ჩემი ასეთი განცხადებებით, რომლებსაც არ ჰქონდა მიზეზი, ვინმესთვის ტკივილი მიეყენებინა, მაგრამ ასე მოხდა. მე არ ვეძებ არც გამართლებას ჩემს თავში, ეს ტკივილი ნამდვილია. ეს ტკივილი არ მშორდება 29 წელია, ჩემ თვალწინ ხდებოდა ყველაფერი, ძალიან განვიცადე, ვიყავი უამრავ პანაშვიდზე და ეს ტკივილი ახლაც შემომრჩა. სამწუხაროდ, იმ ჩანაწერიდან, 30-წუთიანი საუბრიდან სამი წუთი გავიდა და წარმოიშვა ცუდი შთაბეჭდილება ჩემს განწყობაზე ნამდვილი ტრაგედიის მიმართ, სადაც ჩემი კინოსტუდიის თანამშრომლის შვილიც დაიღუპა.

იმ ჩემს გადაღებულ სურათებში მოხდა ადამიანი, ჩაფიქრებული, ამ სურათმა შემძრა და გავაცნობიერე, რომ დღენახევარში ის ადამიანი ცოცხალი არ იქნება… ჩემი ეს წუხილი, ცრემლი და გოდება კადრს მიღმა დარჩა. დარჩა ის, რაც დარჩა. ეს კინოა, ფილმია, ზოგი რამ სხვა რამეს ემსახურება, ზოგი – რას. ბევრ რამეს იყენებენ პოლიტიკური მიზნით. გულწრფელი ადამიანი ვარ, როცა მტკივა, მტკივა.

ჩემი გულწრფელი ბოდიში თუ რაღაცნაირად შეანელებს სამართლიან რისხვას, რაც მე ვიგრძენი და ბევრ ბრალდებებს ვიზიარებ, რაც ჩემ მიმართ იყო გამოთქმული. მთავარია, რომ ადამიანს გული არ ატკინო, არა წყენინო და ასეთ დღეში არ ჩააგდო.

ჩემი დღევანდელი მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მაგრამ იმედი მაქვს, გაიგებენ ჩემს მდგომარეობას და სხვანაირად შეხედავენ, როგორც ეს სჩვევია ქართველ ხალხს. მთავარია, ისე მოვიქცეთ, ეს ყველაფერი ტყუილად არ იყოს და საბოლოო ჯამში ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომლითაც ვიამაყებთ და ვიცხოვრებთ ბედნიერად და კარგად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g