LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მსჯელობენ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში, პარტია საბიუჯეტო დაფინანსებასა და რიგ პრივილეგიებს კარგავს

50
პარლამენტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობს, რის მიხედვითაც, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.

“საარჩევნო კოდექსში” და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს.

საკანონმდებლო პაკეტი “ქართული ოცნების” ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g