წინასწარი პროგნოზების თანახმად, „იურული პერიოდის სამყარო 2“-ის სტარტი წინა ნაწილთან შედარებით, სუსტი იქნება.
პირველი უქმეებიდან ფილმიდან 130-დან 150 მილიონ დოლარამდე მოელიან, მაშინ, როდესაც პირველმა სერიამ ამავე ვადაში 208 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
შეგახსენებთ, რომ პროექტში ბრაის დალას ჰოვარდი, კრის პრეტი, ტობი ჯონსი, ჯერალდინ ჩაპლინი და სხვა მსახიობები მონაწილეობენ.
საქართველოში „ოურული პერიოდის სამყარო 2“-ის პრემიერა 7 ივნისს შედგება.