„იურული პერიოდის სამყარო 2“ კვლავ ამერიკული კინოგაქირავების სათავეში მოხვდა. მეორე უქმეებზე ფილმმა დამატებით 60 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მსოფლიო მაჩვენებელი კიი 932 მილიონ დოლარს უტოლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე პროექტი მილიარდიან ნიშნულსაც გადააბიჯებს.
რეიტინგის მეორე ადგილზე „სუპერ ოჯახი 2“ იმყოფება 45,5 მილიონით, სამეულს კი „მკვლელი 2. ყველას წინააღმდეგ“ ხურავს 19 მილიონი დოლარით.