LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იურული პერიოდის სამყარო 2“ საერთაშორისო კინოგაქირავების სათავეში იმყოფება

80

ფილმმა „იურული პერიოდის სამყარო 2“ საერთაშორისო კინოგაქირავების სათავე დაიპყრო. თუმცა, საერთო მაჩვენებელი პროექტის წინა ნაწილთან შედარებით დაბალი აღმოჩნდა. დიდ ბრიტანეთში პროექტმა 9,3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, სამხრეთ კორეაში – 6,4 მილიონი, ხოლო გერმანიაში – 4,8 მილიონი.

რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკას, ფილმი აქ 22 ივნისიდან გამოდის. საპრემიერო უქმეებიდან კი 140-150 მილიონს მოელიან, რაც ასევე პირველ ნაწილზე ნაკლებს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ პროექტის პირველი ეპიზოდი 2015 წელს გამოვიდა. მისი ბიუჯეტი 208 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა საბოლოო მოგებამ 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამჯერად კი, მსგავსი რეზულტატის გამეორება თითქმის შეუძლებელია.

ახალ ეპიზოდში ბრაის დალას ჰოვარდი, კრის პრეტი, ტობი ჯონსი, ჯასტის სმიტი და სხვა მსახიობები მონაწილეობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები