LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის მინისტრი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა

51
რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დღეს “სინოფარმის” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

უწყების ხელმძღვანელთან ერთად, კოვიდვაქცინა გაიკეთეს მისმა მოადგილემ აკაკი საღინაშვილმა და სამინისტროს თანამშრომლებმაც.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ვაქცინაციის შესაძლებლობა სამინისტროს იმ სამსახურების თანამშრომლებს მიეცათ, რომელთა საქმიანობაც სერვისების მიწოდებას უკავშირდება და რომელთაც სამუშაოს ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღიურად ასეულობით მოქალაქესთან აქვთ კონტაქტი.

ვაქცინა, ერთი მხრივ, იუსტიციის სახლისა და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს დაიცავს კოვიდ-19-ისგან, მეორე მხრივ კი, ამ უწყებების სერვისებს მოქალაქეებისათვის კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის, იუსტიციის სახლსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში მისულ მომხმარებლებს მომსახურებას ვაქცინირებული თანამშრომლები გაუწევენ და ვირუსით დაინფიცირების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.”  -ამბობენ უწყებაში.

ვაქცინაცია ჩაუტარდათ სპეციალური პენიტენციური სამსახურის როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს რეგიონში მომსახურე თანამშრომლებს.

magti 5g