LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე „თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა

დდდდდდდ

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იურისტი ალექსანდრე ბარამიძე პარტია „თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა, – ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენთვის ერთნაირად მიუღებელი გახდა წინა ხელისუფლების ძალმომრეობა საკუთარ მოქალაქეებზე და „თავისუფალმა დემოკრატებმა“, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, ხოლო სანდრო ბარამიძემ, როგორც კვალიფიციურმა სპეციალისტმა და პრინციპულმა პიროვნებამ, კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში გაერთიანებულებმა, ჩვენი წვლილი შევიტანეთ სამართლის გზას აცდენილი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაში. მაგრამ, როდესაც ნათელი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამაც გადაუხვია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზას, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ შედარებით ადრე, ხოლო სანდრო ბარამიძემ ცოტა მოგვიანებით, უარი ვთქვით ხელისუფლებაში ყოფნაზე და არადემოკრატიული ხელისუფლების ოპონირებით გადავწყვიტეთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის სამსახურში დარჩენა.

„თავისუფალი დემოკრატები” მივესალმებით ალექსანდრე ბარამიძის ჩვენს გუნდში შემოერთებას და გვჯერა, რომ მასთან ერთად კიდევ უფრო ეფექტიანად გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის, მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის, ჩვენი სახელმწიფოს დაცულობის, მისი მოქალაქეების სიმშვიდისა და კეთილდღეობისათვის,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

magti 5g