იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძეს რატი ბრეგაძე შეცვლის. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
ბრეგაძე დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.
შეგახსენებთ, გოჩა ლორთქიფანიძე თებერვალში ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, კიდევ ერთი ახალი მინისტრი წარადგინა – ივანე მაჭავარიანის ნაცვლად, ფინანსთა მინისტრის პორტფელს ლაშა ხუციშვილი ჩაიბარებს, რომელსაც მანამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იქნება