LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის სახლებში წინასწარი ჯავშნები მოიხსნა: “რიგის მართვა ხორციელდება კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით”

82
ტჯტყჯ

იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად, დღეიდან წინასწარი ჯავშანი მოიხსნა.

უწყების ინფორმაციით, ჯავშნის მოხსნა იუსტიციის სახლების მიერ გასაცემი სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

გადაწყვეტილება ასევე უკავშირდება მოქალაქეთა მხრიდან სახელმწიფო მომსახურების სწრაფად მიღების მოთხოვნის მატებას, რის გამოც წინაწარი დაჯავშის პირობებში, იუსტიციის სახლში ვიზიტის განსახორციელებლად, სულ მცირე, 1 კვირიანი მოლოდინი იყო საჭირო.

“რიგის მართვა ხორციელდება კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით. მათ შორის, უზრუნველყოფილია გარე სივრცეში მოლოდინის რეჟიმი. იუსტიციის სახლი მოქალქეთა ნაკადის გატარებას მაქსიმალურად მოკლე დროში ახორციელებს.

ჯავშნის მოხსნის პირველივე დღეს, 12:30 საათისთვის, იუსტიციის სახლი უკვე მოემსახურა 2600 -ზე მეტ მომხმარებელს, რაც წინაწარი ჯავშნის პირობებში, მხოლოდ დღის 16:00 საათისთვის ხერხდებოდა.

ყველა იუსტიციის სახლის შიდა სივრცე აღჭურვილია თანამედროვე თერმოსკრინინგის აპარატურით, დისტანციის დაცვის მანიშნებლებითა და დაცულია ყველა შესაბამისი რეგულაცია”,  – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია და ფოტომასალა იუსტიციის სახლებთან არსებულ რიგებზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g