LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის სახლი, ამონაწერის განახლებასთან დაკავშირებით, ბიზნესს შაბათ-კვირასაც მოემსახურება

125
იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლის 15 ფილიალი, 28-29 მარტს (შაბათ-კვირას), 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ბიზნესს სპეციალურ რეჟიმში მოემსახურება. მიზეზი 2026 წლის 1 აპრილიდან მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ამოქმედებაა, რომელიც 2022 წლამდე რეგისტრირებულ ბიზნესებს ამონაწერის განახლებას ავალდებულებს.

მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა სავალდებულოა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის სააქციო საზოგადოებისთვის, კომანდიტური საზოგადოებისთვის, კოოპერატივისა და უცხოური საწარმოს ფილიალისთვის.

აღნიშნულის გამო ათიათასობით ბიზნესს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება და ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა უწევს. თუკი ისინი აღნიშნულს ვერ მოასწრებენ, მაშინ 2026 წლის 1 აპრილიდან რეგისტრაცია შეუჩერდებათ, რის გამოც ვეღარ გასცემენ ხელფასებს, გაეყინებათ საბანკო ანგარიშები და ვეღარ განკარგავენ ქონებას.

შეგახსენებთ, იუსტიციის სახლის ფილიალები საქართველოს მასშტაბით ყველა მსხვილ ქალაქში მდებარეობს: თბილისში (სამი ფილიალი), ბათუმში (ორი ფილიალი), რუსთავში, გორში, ბორჯომში, მარნეულში, ოზურგეთში, ფოთში, ქუთაისში, ხაშურში, ზუგდიდსა და თელავში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g