LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია!” – რატი ბრეგაძე

151
რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი დაჰაკეს.

მინისტრი წერს, რომ ,,სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდზე შეტევა და მისი გათიშვა დანაშაულია”.

,,იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია!
სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდზე შეტევა და მისი გათიშვა დანაშაულია.
დანაშაულით ტკბობა და მისი სიხარულით და სიამაყით გაზიარება კი მინიმუმ სრული ამორალურობა.
P.S იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდით სარგებლობს ბევრი ადამიანი, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, და იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას. შესაბამისად ზიანი ადგება ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ტიპის გადაუდებელი აუცილებლობა”, – წერს რატი ბრეგაძე.

ცნობისთვის, მანამდე Anonymous-ი აცხადებდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი გათიშეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g