LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთი არამოსამართლე წევრობის კანდიდატი წარადგინეს – ვის უჭერს მხარს კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“

49
Untitled design

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კოალიციის მიერ მხარდაჭერილი ხუთი არამოსამართლე წევრობის კანდიდატი წარადგინა.

კოალიციის წარმომადგენლებმა კანდიდატები პრესკონფერენციაზე წარადგინეს და განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია, თანამდებობები მიუკერძოებელმა და კომპეტენტურმა ადამიანებმა დაიკავონ. კანდიდატები არიან:

◾ ანა აბაშიძე – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი;

◾ დიმიტრი ხაჩიძე – „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი;

◾ ლიკა საჯაია – „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ პროფესორი;

◾ სულხან სალაძე – „კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის“ ხელმძღვანელი;

◾გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;

კანდიდატების დასახელების შემდეგ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა, რომელიც კოალიციის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ აუცილებელია თანამდებობები დაიკავონ ისეთმა ადამიანებმა, რომელთა მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა იქნება:

„საკანონმდებლო ორგანომ 5 არამოსამართლე წევრი უნდა შეარჩიოს და ვიცით, რომ მათ შერჩევაზე დიდად არის დამოკიდებული, თუ როგორი განვითარება ექნება მართლმსაჯულების სისტემას. თავისთავად შეიძლება, სასამართლო რეფორმის კუთხით 5 არამოსამართლე წევრის არჩევა პირდაპირ შედეგს არ იძლეოდეს, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზისი, რომელმაც სისტემის გაჯანსაღებას უნდა შეუწყოს ხელი, ამიტომ ჩვენი პოზიცია არის ის, რომ მმართველმა გუნდმაც და ოპოზიციამაც უნდა იხელმძღვანელონ საჯარო ინტერესებით, უკანა პლანზე უნდა გადასწიონ პარტიული მოტივაციები და სწორედ ასე უნდა მოხდეს კანდიდატების შერჩევა“, – განაცხადა სიმონიშვილმა.

magti 5g