LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრი აირჩიეს

97

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს. მოსამართლეთა კონფერენციამ 196 და 195 ხმით, გიორგი მიქაუტაძე და რევაზ ნადარაია აირჩია.

კენჭისყრაში სულ 203-მა მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა. ბათილად ჩაითვალა 4 ბიულეტენი.

გიორგი მიქაუტაძემ და რევაზ ნადარაიამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პაატა სილაგაძე და ილონა თოდუა ჩაანაცვლეს.

გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტსაც იკავებს. რევაზ ნადარაიას, კი თბილისის საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g