LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იუთუბმა თავის თავს განაჩენი გამოუტანა“, ,,იმდენს იზამთ, ავკრძალავთ რუსეთში“ – რუსი ჩინოვნიკები „იუთუბის“ ადმინისტრაციას ემუქრებიან

316
zaxarova

კომპანია „გუგლმა“ რუსული არხი „დუმა TV“-ის „იუთუბ“ არხი დაბლოკა. ეს გახლავთ სახელმწიფო დუმის ოფიციალური არხი, სადაც სხდომები პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადაიცემოდა. მიზეზად, პლატფორმის წესების დარღვევა დასახელდა.

რუსმა ჩინოვნიკებმა არ დააყოვნეს მწვავე კომენტარები და ამ გადაწყვეტილებას უსინდისობა უწოდეს. პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ: „იუთუბმა თავის თავს განაჩენი გამოუტანა“ – წერს ხაზაროვა. ასევე მწვავე  იყო რუსი პოლიტიკოსის, ანდრეი კლიშასის კომენტარი: „იუთუბი იმდენს იზამს, ავკრძალავთ რუსეთში“ – წერს ის.

Youtube-მა სალავიოვის არხი დაბლოკა 

რუსეთის გენერალურმა პროკურორმა „ეხო მოსკოვი“ და „დოჟდი“ დაბლოკა 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g