ფრანგული პარფიუმერისა და კოსმეტიკის ბრენდმა ”ივ როშემ” ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ფილიალი გახსნა. ფილიალით სარგებლობა მომხმარებელს გლდანის ”სმარტში” შეუძლია.
როგორც ”ფორტუნა პლუსს” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ნინო კაპანაძემ განუცხადა, ”ივ როშეს” ყველა ფილიალში საახალწლო კოლექციაზე მიმდინარეობს 25%-იანი ფასდაკლება. ”ფასდაკლება ვრცელდება სახისა და ტანის მოვლის საშუალებებზე, სუნამოებზე, ასევე სხვადასხვა ჰიგიენურ საშუალებებზე”, – განაცხადა კაპანძემ.
მისივე ინფორმაციით, ფასდაკლებების გარდა, ”ივ როშეს” ერთგულ მომხმარებელებს აქვთ ე.წ დაგროვებითი ბარათები. ნესმიერი შენაძენის გაკეთების შემთხვევაში მათ უგროვდებათ ქულები და იმისა გარდა რომ სარგებლობენ ქსელში არსებული ფასდაკლებებით, დაგროვილი ქულებით იღებენ საჩუქრებსაც.
”თითო ქულა ნიშნავს 7 ლარს. საჩუქრის მისაღებად საჭიროა სულ მცირე 20 ქულის ქონა ბარათზე”, – განმარტა მარკეტინგის მენეჯერმა.
ფრანგული პარფიუმერისა და კოსმეტიკის ბრენდი ”ივ როშე” ქართულ ბაზარზე 1998 წლიდანაა და ის 11 მაღაზიას აერთიანებს. აქედან 10 მაღაზია თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს 1500 ზე მეტი დასახელების პროდუქტს სთავაზობს.