LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივან ლინსი: „აღფრთოვანებული ვარ ქართული ფოლკლორით…“

150

დღეს, 19 მაისს, კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანსუღ კახიძის სახელობის მეორე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისა და მისი კიდევ ერთი უცხოელი მონაწილის, ივან ლინსის შესახებ ისაუბრეს. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე, ზურაბ წერეთელი და ფესტივალის მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ივან ლინსის კონცერტი, ფესტივალის ფარგლებში, 21 მაისს ჯანსუღ კახიძის ცენტრში გაიმართება. 6 „გრემის“ მფლობელმა პიანისტმა, რომელიც უკვე თბილისშია, თავად ისაუბრა ჟურნალისტებთან და აღნიშნა:

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები ისეთ ორგანიზაციაში, როგორიც კულტურის სამინისტროა. ვფიქრობ, ამ უწყების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბრაზილიაში დროებითმა მთავრობამ გადაწყვიტა კულტურის სამინისტროს გაუქმება, რაც ვფიქრობ, ბრაზილიელი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულია. რაც უფრო ზრუნავს სახელმწიფო კულტურის სფეროს განვითარებაზე, მით უფრო ასაზრდოვებს ერის სულიერებას. ვხედავ, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო წარმატებით ახერხებს ამას და ცდილობს, მსგავსი საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერით, ხელი შეუწყოს ქართული კულტურის განვითარებას.

თქვენ გყავთ უმაღლესი საერთაშორისო დონის ორკესტრი. ასევე, აღფრთოვანებული ვარ ქართული ფოლკლორით, რომელიც გუშინ მოვისმინე. ეს იყო საოცრება…“ – აღნიშნა მუსიკოსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g