უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და კარიერა აქ ჰქონდა აწყობილი, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.
ახლახან მან გამოაქვეყნა პოსტი, სადაც თავისი საყვარელი ფილმის შესახებ საუბრობს და აქედან გამომდინარე, საკუთარ ცხოვრებასაც მიმოიხილავს.
გთავაზობთ პოსტს:
„მერამდენედ ვნახე ფილმი „27 ქორწინება“. მეც ხომ ვოცნებობდი ულამაზეს ქორწილზე! რომ ჩემს საქმროს ჩემთვის განსაკუთრებულად ეყურებინა. დიახ, ძალიან სერიოზული რომანტიკოსი ვარ! ბევრისთვის მე არტისტი ვარ, მომღერალი, გესლიანი, ქერა ქალი, პრესაში სულ ვიღაცის საყვარლად მაცხადებენ! არადა, თქვენ მე არ მიცნობთ!..“
ივანა თავის ვრცელ პოსტს ჰყვება იმის შესახებ, როგორ კარგ ოჯახში დაიბადა, როგორ ატარებდა დროს ფილოლოგ ბებიასთან ერთად და დიდი ხნის განმავლობაში გულმოდგინედ მეცადინეობდა ინგლისურში. თავიდანვე არ სურდა სიმღერა, მაგრამ როცა გაიზარდა, მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოედგინა -„ დავწერე მთელი ალბომი და თინეიჯერულ წარუმატებელ სიყვარულს მივუძღვენი! სხვათა შორის, ჩემი ეს ალბომი ჩემს სამშობლოში ძალიან წარმატებული იყო…“ კიევის შემდეგ კი იყო საქართველო, სადაც ივანას აზრით, ბედისწერამ და ასევე მიწვევამ ჩაიყვანა…
ამის შემდეგ ივანა გამომწერებს მიმართავს, აინტერესებთ თუ არა მისი მონათხრობი, როგორც ჩანს, მომღერალი კიდევ აპირებს მოგონებების გამოქვეყნებას საკუთარ სოციალურ ქსელში.