LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: 2 თვემდე ასაკის ნებისმიერი ბავშვი, ინფიცირებული კორონავირუსის ნებისმიერი ვარიანტით, უზარმაზარი რისკის ქვეშ არის

325
ივანე ჩხაიძე

“ნებისმიერი ახალშობილი, 2 თვემდე ასაკის ბავშვი, ინფიცირებული კორონავირუსის ნებისმიერი ვარიანტით, ეს იქნება ჩინური თუ მუტაციის შემდეგ განვითარებული, უზარმაზარი რისკის ქვეშ არის”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, ამ ასაკობრივ ჯგუფში ინფექცია და ფილტვის მწვავე ინფექცია, ყოველთვის კრიტიკულია:

“ნებისმიერი ახალშობილი, 2 თვემდე ასაკის ბავშვი, ინფიცირებული კორონავირუსის ნებისმიერი ვარიანტით, ეს იქნება ჩინური თუ მუტაციის შემდეგ განვითარებული, უზარმაზარი რისკის ქვეშ არის, ვინაიდან ამ ასაკობრივ ჯგუფში ინფექცია და ფილტვის მწვავე ინფექცია, განსაკუთრებით ფილტვის დიდი მოცულობის დაზიანებით, ყოველთვის კრიტიკულია და მათში გარდაცვალების რისკი ძალიან მაღალია.” – თქვა ივანე ჩხაიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსით, ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული 22 დღის ჩვილი გარდაიცვალა. ის ალფა, ე.წ. ბრიტანული შტამით იყო ინფიცირებული.

ინფორმაცია „ფორტუნას“ციცინიშვილის კლინიკის დირექტორმა მაია ჩხაიძემ დაუდასტურა. ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.

კორონავირუსით ინფიცირებული 22 დღის ჩვილი გარდაიცვალა

magti 5g