LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, “ომიკრონს” მყეფავი ხველის სიმპტომი დაემატა 

535
1

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ახალი შტამის, “ომიკრონის” სიმპტომებზე საუბრობს.

როგორც ჩხაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რამდენიმე დღის წინ სიმპტომებს კიდევ ერთი – მყეფავი ხველა დაემატა.

მისი თქმით, ასეთი ხველა, “ომიკრონის” დროს 6 წლამდე ასაკის მოზარდებშია დამახასიათებელი, თუმცა, მისივე თქმით, ეს სიმპტომები სულ 3-4 დღე გრძელდება:

“სულ რამდენიმე დღის წინ დაემატა კიდევ განსხვავებული მყეფავი ხველა, რაც კრუპის სინდრომისთვის არის დამახასიათებელი, ესეც “ომიკრონის“ ერთ-ერთი თვისებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – ხველა შეცვლილი ხმის ტემბრით და მყეფავი ხასიათის ხველა, რაც კრუპს ახასიათებს, თუმცა როგორც ჩანს “ომიკრონს” ასევე, შესაძლებლობა აქვს, კრუპის მსგავსი სიმპტომატიკა გამოიწვიოს.

საერთო ჯამში, ამ ნიშნების ხანგრძლივობა დიდი არ არის და სამი, ოთხი დღე გრძელდება”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ომიკრონის სიმპტომებზე ასევე წაიკითხავთ აქ:

“ომიკრონით” ინფიცირება ყველაზე ხშირად სწორედ ასე იწყება”- ექიმები მთავარ სიმპტომს ასახელებენ

„ომიკრონი“ თუ სეზონური ვირუსი? – როგორ მოვიქცეთ, როცა გრიპის მსგავსი სიმპტომები გვაქვს

„ომიკრონით“ ახალი ინფიცირების რაოდენობა 2-3 დღეში ორმაგდება – რამდენ ხანში ვლინდება „ომიკრონის” სიმპტომები

“თავს გაუფრთხილდით, “ომიკრონით” ინფიცირების სიმპტომები ასეთია” – რას ურჩევს გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g