LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: კარგი იქნება თუ სამგზავრო მატარებელში ე.წ. მწვანე პასპორტის მექანიზმი ამოქმედდება

108
Untitled design (16)

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ თუ სამგზავრო მატარებელში ე.წ. მწვანე პასპორტის მექანიზმი ამოქმედდება, კარგი იქნება.

მწვანე პასპორტები და საპენსიო დანამატი – რა გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

როგორც მან იმუნიზაციის საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მგზავრებს მატარებელში ასვლისას ისედაც უწევთ საბუთის წარმოდგენა და უმჯობესი იქნება თუ მას „მწვანე პასპორტი“ დაერთვება.

„საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, თუნდაც მატარებელზე ამის ადმინისტრირება უკვე შესაძლებელია.

თუმცა, ამის განხორციელებას ქალაქის შიდა ტრანსპოტზე ვერ ვიტყვით.

მატარებელზე ამის განხორციელება კარგიც არის, რადგან მატარებლით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. იქ დაშვების სისტემა აუცილებლად მოითხოვს დაბადების მოწმობის წარმოდგენას.

მაინც აჩვენებენ საბუთს, სანამ მატარებელში ადიან. ამასთან ერთად „მწვანე“ პასპორტის დუბლირება ძალიან კარგი იქნებოდა“,-განაცხადა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ დღეს საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.

ბუსტერ დოზით აცრა ყველა 18 წელს გადაცილებულ პირს შეეძლება – როდის და რომელი ვაქცინებით, გაბუნია განმარტავს

12-დან 15-წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და „ფაიზერის“ დოზით აიცრან – გაბუნია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g