LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: „შემთხვევებს შორის 70% გრიპის ვირუსია, საიდანაც წამყვანია ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი – ადრეა იმის თქმა, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი უკვე იყო“

273
ივანე ჩხაიძე

ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70% არის გრიპის ვირუსი, ამ 70 %-ში წამყვანია H3N2, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი. ადრეა იმის თქმა, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი იყო, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „მიმართვიანობის კუთხით, ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებებს ყველაზე მაღალი ციფრისთვის ჯერ არ მიუღწევია“.

„ქვეყანაში გრძელდება გრიპის ვირუსის დომინაცია, ასევე გრძელდება გრიპის ვირუსის შედარებით ახალი ფორმის H3N2 ტიპის ვირუსის უპირატესობა. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70% არის გრიპის ვირუსი, ამ 70%-ში წამყვანია H3N2 ტიპის ვირუსი, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი.

ივანე ჩხაიძე: გაორმაგებულია ბავშვების რაოდენობა, რომლებიც კლინიკებს მიმართავენ, მიზეზი ძირითადად ფილტვების ანთებაა – მინდა ვთხოვო მშობლებს: ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს, თავიდანვე მიმართეთ ექიმს

ადრეა ჯერ იმის თქმა, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი იყო. თუ გასულ წელს შევადარებთ, არის თუ არა ინფიცირების მაჩვენებელი უფრო მეტი, ვიდრეს გასულ წელს, ჯერ არა, გასულ წელს, თებერვლის თვეში, ინფიცირების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახლა არის. ჯერ, ქვეყანაში გრძელდება გრიპით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, ძირითადად არის H3N2 ტიპის ვირუსი. ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებებს ყველაზე მაღალი ციფრისთვის ჯერ არ მიუღწევია, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით, მაჩვენებელი ცოტა მეტია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g