LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ივანიშილსა და კალაძეს წიგნი იმ დონეზე სძულთ, რომ თბილისში ბიბლიოთეკები გააუქმეს”

125
d744e0bcd78347b93e6b298d8277585b

“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ  ბიძინა ივანიშილსა და კახა კალაძეს წიგნი იმ დონეზე სძულთ, რომ თბილისში “ბიბლიოთეკები გააუქმეს“.

მისივე თქმით, სამსახურიდან დათხოვნილმა ბიბლიოთეკარებმა ტელეკამერების გამოჩენისას “დარბაზი დაპანიკებულებმა დატოვეს“.

“მოგეხსენებათ რა დონეზე სძულთ წიგნი ივანიშვილ-კალაძესა და მთელ მათ ბრიაშკას. ამიტომაცაა რომ მთელ თბილისში გააუქმეს ბიბლიოთეკები სადაც აპირებენ სახინკლე,კაზინო,ბორდელ ცენტრების გახსნას.

ჩვენთან მოვიდნენ დათხოვნილი ბიბლიოთეკარები, რევოლუციურად აღგზნებულნი,მოგვაწვევინეს ბრიფინგი და როგორც კი ტელეკამერები გამოჩნდა მათი 75 პროცენტი დაპანიკებული გაიქცა დარბაზიდან. აი ასეთი ხალხი მთხოვს რევოლუციას და ქუჩაში გამოსვლას. მეტი არაა ჩემი მტერი ამგვარი კურდღლობით რამე გვეშველოს”- წერს ნათელაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g