საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ქართველ პოლიტიკოსებთან, მთავრობის წევრებთან და სხვა მაღალი რანგის პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად დეგნანი ბიძინა ივანიშვილს ესტუმრა. საპატიო სტუმარს ივანიშვილებმა თავისთან სახლში უმასპინძლეს. შეხვედრის ფოტოები და ინფორმაცია ამის შესახებ “ქართული ოცნების” გვერდმა გაავრცელა.
“პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში ახალდანიშნულ ელჩს კელი დეგნანს და მის მეუღლეს დუგლას მორისს უმასპინძლეს. ბიზნეს ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს”, – აღნიშნულია პარტიის გვერდზე.