ბერა ივანიშვილი მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად გადაღებული ვიდეოებით სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“ ხშირად ანებივრებს მიმდევრებს.
ამჯერადაც წყვილმა პატარა ბერუკასთან ერთად გადაღებული ვიდეო კოლაჟი გამოაქვეყნა, რომელშიც ივანიშვილების ოჯახი ქართულ ეროვნულ სამოსში პოზირებს.
აღნიშნული ვიდეო უკვე 108 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა და მოიწონა.
ბერას ვიდეოებს “ტიკ-ტოკზე” უამრავი ნახვა და მოწონება აქვს.