„ივანიშვილი დიდი სიყვარულით, ნდობით მოვიდა, როგორც მმართველი. ძალიან ბევრი ქველმოქმედება აქვს მას ჩადენილი თავის დროზე. როგორ მოახერხა, რომ ამხელა სიყვარულის კაპიტალი ასე გაფლანგა და, ფაქტობრივად, დარჩა გატეხილ ვარცლთან. მას ხალხი გამოეცალა, ემსახურებიან ისინი, ვისაც ხელფასს უხდის“, – ამის შესახებ განცხადებას მსახიობი ნანა ჯანელიძე აკეთებს.
„ამხელა სიყვარულის შენობა, რომელიც მან ააშენა, შემოენგრა და აღმოჩნდა, რომ არაფრის მფლობელი არ არის. ივანიშვილი არაჩვეულებრივ ძალას ებრძვის. შეუძლებელია ამის დამარცხება. ეს არის სიცოცხლის ძალა და ივანიშვილის უკან სიკვდილი დგას“ – ამბობს ნანა ჯანელიძე.
„როცა ქვეყანაში შუქი ქრება, მაშინ ინთება სცენა, რისი მომსწრენიც გახდებით ხვალ“ – დავით დოიაშვილი
ვიდეო: „ვიცავ როგორც სხვისას, ასევე ჩემს ხვალინდელ დღეს და მომავალს“ – ირაკლი კვირიკაძე
ცნობისათვის, 23 იანვარს, 18:00 საათზე მსახიობები და რეჟისორები „ახალი თეატრის“ წინ საპროტესტო მანიფესტს გააჟღერებენ.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის 28 ნოემბრიდან ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადაიდო.
საპროტესტო აქციებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. მათ შორის არიან მუსიკოსები, მსახიობები.