LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი: ჩემმა მეუღლემ ერთ-ორ სერიას ბოლომდე ვერ ვუყურა, მე ცრემლის გარეშე ვერ მოვუყევი

106

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისმა ცოლმა, ეკა ხვედელიძემ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული „ჰეროკრატიის“ პირველ-მეორე სერიას ბოლომდე ვერ უყურა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფილმი წარმოადგენს იმ დანაშაულს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ხალხის წინაშე სჩადიოდა და დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მომავალმა თაობამ გაითვალისწინოს როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლება, თუ მას სწორად არ აირჩევს.

„პირველ-ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, ცუდად გახდა. მე რომ ვუყვებოდი, ცრემლის გარეშე ვერ მოვუყევი. თუ ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ე.ი. მომეწონა. კარგად აღადგინა, რაც ხდებოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g