LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილი და მისი ბანდა ცდილობს კრემლის ყველა მზაკვრული ჩანაფიქრის ასრულებას, ამიტომაც შემოჰყავთ რუსი ინსტრუქტორები, შემოაქვთ რუსული გავლენა, თუმცა ვერ ეღირსებიან  საქართველოს რუსეთიზაციას“ – ირაკლი ფავლენიშვილი

144
ირაკლი ფავლენიშვილი

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „შეკვეთილში რუსი ტრენერები რუსული ენის პოპულარიზაციისთვის სემინარებს ატარებენ“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ „ივანიშვილი და მისი ბანდა საქართველოში რუსული გავლენის შემოტანას ცდილობს“.

როგორც ფავლენიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ მძიმე პასუხს მიიღებს, რითაც „გარუსების ბოლო მცდელობა ჩაეფუშება კრემლს საქართველოში“.

„რუსეთიზაცია ნიშნავს ძველისძველი კრემლის მზაკვრული ჩანაფიქრის ასრულებას ანუ გარუსებას ქართველი ერის, მათ შორის ინტეგრირებას რუსეთში და ქართული ენის წართმევას, რასაც ამდენი საუკუნის მანძილზე ცდილობენ. ივანიშვილი და მისი ბანდა ცდილობს, რომ ყველა მზაკვრული ჩანაფიქრი აღასრულოს საქართველოში, ამიტომაც შემოჰყავთ რუსი ინსტრუქტორები, შემოაქვთ უფრო მეტი რუსული გავლენა და ყველა რბილი ძალის ინსტრუმენტი, რაც არის კრემლის ინსტრუმენტში სურთ რომ გამოიყენონ, თუმცა ვერ ეღირსებიან და 26 ოქტომბერს ყველა რუს ინსტრუქტორს, ყველა კრემლის მსახურს და აგენტურულ ქსელს ივანიშვილის თამადობით გავცემთ პასუხს. ვერ ეღირსებიან, პირიქით, ისინი მიიღებენ ძალიან მძიმე, ძალიან კონკრეტულ პასუხს, რითაც გარუსების ბოლო მცდელობა ჩაეფუშება კრემლს საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g