LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი გახარიაზე: რატომ გადადგა ასე სასწრაფოდ 2021 წელს? იცოდნენ, „ქართული ოცნება“ არ იომებდა და როგორმე „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოეშალათ

118
2024-10-21_22-55-08_056892

გაიხსენეთ, პრემიერ-მინისტრი გახარია, რატომ გადადგა ასე სასწრაფოდ 2021 წელს? იცოდნენ, „ქართული ოცნება“ არ იომებდა და როგორმე „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოეშალათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„არავინ იცოდა, ეს ომი როდის დაიწყებოდა, რაღაც თვეებში და კვირებში ვერავინ გეტყოდათ ამას.

აბა გაიხსენეთ, გახარია, პრემიერ-მინისტრი რატომ გადადგა ასე სასწრაფოდ 2021 წელს? რა თქმა უნდა, ამ მოვლენას ელოდებოდნენ სწორედ, რომ საქართველოს ჰქონოდა მზაობა ომში ჩასართავად. იცოდნენ, „ქართული ოცნება“ არ იომებდა და როგორმე „ქართული ოცნება“ უნდა ჩაეშალათ.

ეს გააკეთებინეს გახარიას, შედეგი აქაც საბედნიეროდ, ვერ მიიღეს, ჩვენ მოვახერხეთ მობილიზება. მე მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება, ახალი წასული ვიყავი, ასე ახლოს არ ველოდი, თუ განვითარდებოდა. თვითონაც არ იცოდნენ ეს როდის დაიწყებოდა და როგორ მოხდებოდა, მაგრამ, ეს რომ უნდა მომხდარიყო, რაც 2022 წლის თებერვალში დაიწყო, რა თქმა უნდა, ვინც ამას გეგმავდა, მას ეს გაცნობიერებული ჰქონდა, ზუსტი თარიღი არ იცოდა – ამისთვის ამზადებდნენ საქართველოს. ეს იყო გახარიას გადადგომის მიზეზიც, სხვა დანარჩენი მიზეზი არ ჩანს იქ, „ნაციონალური მოძრაობის“ და მელია არ დაიჭიროთ – რაღაც ზღაპრები იყო.

მთავარი მიზეზი ამის იყო ის, რომ ჩამოშლილიყო „ქართული ოცნება“ და მოსულიყვნენ ისეთები, ვინც საქართველოს მყისიერად ჩართავდნენ ომში. ეს მცდელობები გრძელდება დღესაც და გრძელდება დაჟინებით – აი, ეს არის ძირითადი საფრთხე, რისთვისაც საზოგადოება უნდა იყოს მზად.

ამიტომაც არ გვაქვს არანაირი გადაცდომის ელემენტარული რესურსი. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებული, ძალიან ფხიზლად, რომ არ მივიღოთ რაღაც უბედურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ კარგია, ცუდია, კარგი მთავრობაა, კარგი რიტორიკა აქვს, კარგი ეკონომიკა – არა, ან ვიქნებით, ან არ ვიქნებით. ეს არის, ეს საფრთხე გველის.

ამავდროულად, იცით, რომ ახლო აღმოსავლეთშიც ძალიან დიდი დაძაბულობაა და იქაც არ არის მარტივი სიტუაცია, ისიც არ არის ჩვენგან ძალიან შორს. ეს არის ის დიდი საფრთხეები, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს და ჩვენ გვჭირდება უაღრესად დიდი სიფხიზლე, რომ რამე გადაცდომა არ დავუშვათ, თორემ, მივიღებთ უბედურებას, რომელიც შეიძლება, ვეღარასდროს გამოვასწოროთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები