პარტია” ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის, ინფორმაციით , ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე საუბარი დიდი ხანია, მიდის. საუბარი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, პრემიერ-მინისტრს არაერთხელ ჰქონდა საუბარი და შეთავაზება მის პარტიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მიღებული გადაწყვეტილება არის ძალიან კარგი – წაადგება ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობას, გაძლიერდება პარტიის როლი და ასე შემდეგ. რაც შეეხება პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კვირიკაშვილს, ის არის პრემიერ-მინისტრი და გააგრძელებს თავის საქმიანობას,“ – განაცხადა დღეს თბილისის მერმა.