თბილისის მერი კახა კალაძე “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, გიორგი გახარიას მისამართით გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ განცხადებაში არ ყოფილა, რომ თითქოს გახარია მოღალატეა და რომ ივანიშვილმა ღალატი გუნდთან მიმართებით ახსენა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა გავრცელებული განცხადებით წერტილი დაუსვა მითქმა-მოთქმას, თითქოს გახარიას ახალი პარტია ივანიშვილის პროექტია:
“ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში არ ყოფილა, რომ მოღალატეა. მან ღალატი ახსენა გუნდთან მიმართებით, რა თქმა უნდა, არ იყო მოსაწონი ის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში მისი მხრიდან იყო. ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილით ყველაფერი იყო ნათქვამი და წერტილი დაუსვა, იმ მითქმა-მოთქმას, თითქოს გახარიას პარტიის შექმნა ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი.” – თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა. მან უარყო გავრცელებული მოსაზრება, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია და აღნიშნა, რომ გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა მისთვის ყოვლად მიუღებელი იქნებოდა.
ვრცლად ამავე თემაზე:
სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა, ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა – ივანიშვილი
აქვე, გიორგი გახარიას საპასუხო განცხადება:
გახარია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პასუხობს
