LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება სასიხარულო არაა, რადგან ეს ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს: ანა ბუჩუკური

87
ანა ბუჩუკური

უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. აღნიშნულს პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი ანა ბუჩუკური ეხმიანება და აცხადებს, რომ „ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება სასიხარულო არაა, რადგან ეს ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს“.

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ნათესავები დაასანქცირა – სანქციების დაწესებას ხელი ზელენსკიმ მოაწერა

მისივე თქმით, სანქციების დაწესებას, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები უძღოდა წინ.

რას ნიშნავს სანქცია ამას იგრძნობს არამხოლოდ ივანიშვილი, არამედ ის ადამიანებიც, რომლებსაც უყვართ სეირნობა კომოს ტბაზე, მომავალში მათ მოუწევთ ბაიკალის ტბაზე სიარული – როგორ ეხმაურება ოპოზიცია ზელენსკის სანქციების სიას

„სასიხარულო ამაში არაფერია – როდესაც ომში მყოფი ქვეყანა შენი ქვეყნის მოქალაქეებს ასანქცირებს, ეს ქვეყანაზე ცუდად აისახება. ამას წინაპირობები ჰქონდა – გვახსოვს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან თავდასხმები უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ. საერთაშორისო პარტნიორებმა და უკრაინამაც კარგად იცის, ვინ მართავს ხელისუფლებას, ვსაუბრობ ივანიშვილზე. სასიხარულო არაფერია, როდესაც ომში მყოფი ქვეყანა ასანქცირებს შენი ქვეყნის მოქალაქეს, ეს კიდევ უფრო აზიანებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო თვეებში ისედაც დააზიანა და ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებზე.

რაც შეეხება ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ განცხადებებს, ეს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ახასიათებდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს უტოლებდა. „ქართული ოცნების“ მესიჯებიც ასეთი იყო, რომ მათთვის სახელმწიფო უდრის ბიძინა ივანიშვილს. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

აპირებს თუ არა აშშ შეუერთდეს უკრაინის სანქციებს – რას ამბობს კელი დეგნანი ?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g