LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილის ოცნება, რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, წარმოსახვით მტერს დასდევს გლობალური ომის პარტიის სახით და საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს“ – გიორგი გახარია

153
გიორგი გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, „ივანიშვილის ოცნება, რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, წარმოსახვით მტერს დასდევს გლობალური ომის პარტიის სახით და საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს“.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში გიორგი გახარია აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ პარალელურად „აგრძელებს მოქალაქეების მოტყუებას, რომ თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პირობებით მიგვიღებს“.

„გლობალური ომის პარტიის ძიებაში კი საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია და აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის პროცესშია. ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დაბრუნების ერთადერთი გამოსავალია!“, – წერს გახარია.

ბიძინა ივანიშვილი – საკმარისია გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფეიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფეიერვერკს მივიღებთ

„უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება და საქართველოს მიმართ ინტერესები ფუნდამენტურად შეიცვლება“ – ბიძინა ივანიშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – ომის და ქაოსის პარტია ისევ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, ასეთ ბოროტებას არათუ დაბრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება არ უნდა მივცეთ!

„სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“ – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები