პარტია „ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის მოსაზრებით, არ არის გამორიცხული არჩევნების შემდეგ სულ სხვა თამაში მივიღოთ. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერები რომ მხოლოდ ფულის გამო არიან ივანიშვილთან, ეს ფაქტია, რაც ბოლო განცხადებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
„ყველაფერს ფულს აბამენ და მხოლოდ ფული ადარდებთ, აბა ივანიშვილს არც იდეა აქვს და არც ქვეყნის განვითარების გეგმა. დაპირებები დიდი ხანია გაზაფხულის თოვლივით გაქრა.
მოკლედ, ივანიშვილმა მხოლოდ უღირსი ქურდ-ბაცაცები კი დაიტოვა აქამდე გვერდით, მაგრამ ახლა უკვე თავად რამდენად აწყობს ასეთი წყალწაღებული „ოცნების“ უკან დგომა, ეს ცალკე ამბავია, რადგან ვინ, ვინ და ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ 2024 წლამდე ეს „ოცნებას“ უბრალოდ ვეღარ შეინახავს. თუმცა, მეორე მხრივ, „კალაძის გუნდი“, „გახარიას გუნდი“ და არ არის გამორიცხული არჩევნების შემდეგ სულ სხვა თამაში მივიღოთ“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.