ზურაბ ადეიშვილი, რომელიც იუსტიციის მინისტრის პოსტს 2008–2012 წლებში იკავებდა, ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, ბიძინა ივანიშვილს თხოვნით არაერთი მოქალაქე დააკავეს.
ადეიშვილმა რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ იმ პერიოდში მათ რამდენიმე საქმე აღძრეს, კონკრეტულად ბიზნესმენ ივანიშვილის თხოვნით. იუსტიციის ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ არც ერთი საქმე უსაფუძვლო არ ყოფილა და უმიზეზოდ ციხეში არავინ ჩაუსვამთ.
” ერთ პალმის ხის მოპარვაზე დაგვაჭერინა ვიღაცა, მაგრამ ის პალმის ხე, თითქოს 1000 ლარი ღირდა თუ რაღაცა.. მე მგონი, ნათესავი იყო. არ მახსოვს“, – აცხადებს ადეიშვილი.
შეგახსენებთ, იუსტიციის ყოფილი მინისტრს გამოძიება აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევას ედავებოდა, რის გამოც მას 2017 წელს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.