LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილს არ უნდოდა ამერიკელებთან პარტნიორობის დალაგება, ტყუილია, რომ ტრამპის სჯეროდათ“ – ხატია დეკანოიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

119
ბიძინა ივანიშვილი, ხატია დეკანოიძე

„ივანიშვილს არ უნდოდა ამერიკელებთან პარტნიორობის დალაგება. ყველაფერი ტყუილია, რომ ტრამპის სჯეროდათ. კობახიძეს და მის ე.წ. მინისტრებს არავინ აღიარებს“, – წერს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.

აშშ-ის საელჩო: „ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“

„იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“ – წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

„ივანიშვილის ამოცანაა რუსული საქართველო. არანაირი სხვა გზა „ქოცებს“ არ გააჩნიათ“,- წერს დეკანოიძე.

– ივანიშვილს არ უნდოდა ამერიკელებთან პარტნიორობის დალაგება. – ყველაფერი ტყუილია, რომ ტრამპის სჯეროდათ. – კობახიძეს…

Posted by Khatia Dekanoidze on ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე, მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g