LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ივანიშვილს დაედოს საერთაშორისო სანქციები და მისგან მოპარული მილიარდები დაუბრუნდეს ჩვენს მომავალს”: ნათელაშვილი ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებს კიდევ ერთ საკითხს ამატებს

112
შალვა ნათელაშვილი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და იმ საკითხებზე საუბრობენ, რომელსაც შარლ მიშელთან განიხილავენ.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებს, რაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ეხება, კიდევ ერთ საკითხს ამატებს:

“უპირველესად, მადლობა მინდა მოვახსენო ევროკავშირის ხელმძღვანელს ბატონ შარლ მიშელს. რთული მისია იკისრა მან, პოლიტიკური ვითარება, მათ შორის, საქართველოში უკიდურესად, არნახულად დაძაბულია და რა თქმა უნდა, მისი განმუხტვა სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისა და ევროპული ინტერესებისათვის.

ჩვენი ოპოზიციის მოთხოვნა ემთხვევა ხალხის გულისნადებს, ახალი არჩვენები დაუყოვნებლივ, ნიკა მელიას და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფდლება და მე კიდევ დავამატებ კონკრეტულ მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ შედეგების მიუხედავად, ახალი არჩევნების მიუხედავად, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს დაედოს საერთაშორისო სანქციები გარდაუვლად, რათა მის მიერ მოპარული, ჩვენგან წაღებული მილიარდები დაუბრუნდეს ჩვენს ოჯახებსა და ჩვენს მომავალს.” – განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, ოფიციალური ვიზიტით, საქარველოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში, შარლ მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

ამის შემდეგ კი გაემგზავრა და სოფელ ხურვალეთში და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო.

ამ წუთებში მიშელი ოპოზიციის წამომადგენლებს ხვდება.

mazda magti 5g