“ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილის სპეცრაზმს ის ცრემლსადენი გაზი პრაქტიკულად გაუთავდა და მე მინდა ვთხოვო მეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელობას, აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს არ მიაწოდონ ივანიშვილს ცრემლსადენი გაზი”, – -აცხადებს სააკაშვილი. მისივე თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის რეგიონებიდან და უერთდებიან მშვიდობიან პროტესტს.
“ძალიან ბევრი ადამიანი იძვრება ახლა რეგიონებიდან. ჩვენ მოვუწოდეთ გუშინ, რომ ემიგრანტები ჩამოვიდნენ საქართველოში და შეუერთდნენ მშვიდობიან პროტესტს. ივანიშვილის თავგასულობასა და გუშინდელ კატასტროფასთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი ემიგრანტი იღებს ბილეთს და მოდის, ახლა მატყობინებენ ყველა მხრიდან. ასევე რეგიონებიდან მასობრივად მოდის ხალხი. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრი. ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილის სპეცრაზმს ის ცრემლსადენი გაზი პრაქტიკულად გაუთავდა და მე მინდა ვთხოვო მეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელობას, აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს არ მიაწოდონ ივანიშვილს ცრემლსადენი გაზი, არ მიაწოდონ ქართველი ხალხის დასასჯელად, იმიტომ რომ ივანიშვილი სულ მალე გაქუსლავს საქართველოდან, თუ მოვასწარით ჩვენ მას საქართველოში ვაგებინებთ პასუხს ქართველ ხალხზე განხორციელებულ ძარცვაზე და ძალადობაზე, მაგრამ ჩვენს მეზობლებთან ჩვენ უნდა ვიცხოვროთ. ამიტომ, მივმართავ მეზობელ ქვეყნებს ივანიშვილს გაუთავდა ცრემლსადენი გაზი და არცერთ შემთხვევაში არ მოხდეს ამ მარაგების შევსება. ”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.