LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილს კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი აქვს

90

ბიძინა ივანიშვილს ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი აქვს. კითხვაზე, რომ ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ მას და ბიძინა ივანიშვილს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე მან უკვე ყველაფერი თქვა, რისი თქმაც შეეძლო.

„პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ეს არის თვითმკვლელობა. კიდევ ერთხელ მწუხარებს გამოვთქვამ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს. მეტი არაფერი მექნება სათქმელი, რაც საჭირო იყო, უკვე გაცხადებული მაქვს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და „ტაბულას“ ჟურნალისტს მიმართა, თუ როგორ ახერხებდა ის ყველა კითხვაში ინტრიგის შემოტანას?!

„რაც სათქმელი მქონდა უკვე გითხრათი, ყველაფერი ამოწურულია. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, ყოფილმა პრემიერმა უარყო ინფორმაცია, რომ ეროსი კიწმარიშვილს მის ფინანსებთან რამე კავშირი ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g