LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილს თავისი ქონება ოფშორულ იურისდიქციებში აქვს გადამალული და იყენებს მას საქართველოს მთავრობის მანიპულირებისთვის – ანაკლიის კონსორციუმი

85
Ivanishvili-VOA

„პანდორას ფურცლებმა“ დაადასტურა, რომ ივანიშვილს თავისი ქონება ოფშორულ იურისდიქციებში აქვს გადამალული და იყენებს მას საქართველოს მთავრობის მანიპულირებისთვის, რომ ემსახურონ მის პირად ეკონომიკურ ინტერესებს. სწორედ ეს არის გლობალური პოლიტიკური კორუფცია, რომელიც ანადგურებს დემოკრატიას და კანონის უზენაესობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში – როგორც ამას „პანდორას ფურცლები“ აჩვენებს, – ამის შესახებ საუბარია იმ განცხადებაში, რომელსაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს.

კონსორციუმში ამბობენ, რომ ცნობილია ივანიშვილის ტოტალური გავლენის შესახებ “ქართული ოცნების” მთავრობაზე.

რატომ არ შედგა ანაკლიის პორტის პროექტი? – ბიძინა ივანიშვილს ფოთის თიზ-ში გასაიდუმლოებული წილი აქვს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) აქვეყნებს ოფშორული ზონების და დამალული ქონებების შესახებ ახალ მასალებს, რომლებიც Pandora Papers-ის სახელით ერთიანდებიან. დოკუმენტები მათ შორის ეხება ექს-პრემიერსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსაც. გაჟონილი მასალები იურიდიული ფირმა Alcogal-ის შიდა მონაცემებს ეყრდნობა, ფირმა ივანიშვილისთვის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე (BVI) ოფშორული კომპანიების დაფუძნებაში ერთ-ერთი შუამავლის როლს ასრულებდა და მისი გავლით ივანიშვილმა სულ 12 კომპანია დააფუძნა. ამ 12 კომპანიიდან ერთ-ერთია Brightstone Finance Limited, რომელიც ფოთის თიზ-ის მენეჯმენტ კომპანიის მეწილეა. სწორედ ამ კომპანიის შესახებ აქვეყნებს განცხადებას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი”, რომელიც აცხადებს, რომ Pandora Papers-ის მასალები ადასტურებს წარსულში მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად არის ჩართული ფოთის თიზ-ის საქმიანობაში და იქ ბიზნესინტერესები გააჩნია.

„გასაიდუმლოებული წილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს, რომ არ შემდგარიყო ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც ბოლოს მოუღებდა ფოთის მონოპოლიას შავი ზღვით ტვირთების გადაზიდვებში“,- დასძენენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g