ივანკა ტრამპის საშობაო შვებულება არც ისე კარგად დაიწყო. ამერიკული გამოცემა TMZ-ს ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ქალიშვილი ოჯახთან ერთად ავიაკომპანია JetBlue-ს თვითმფრინავში იჯდა, როდესაც, გაფრენამდე, ერთ-ერთმა მგზავრმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ყვირილი დაიწყო : „მისი მამა ანგრევს ქვეყანას. რა უნდა მას ჩვენთან ერთად თვითმფრინავში?! გაფრინდეს საკუთარი თვითმფრინავით!“
ივანკამ მის ყვირილს ყურადღება არ მიაქცია და შეეცადა, საკუთარი შვილები თამაშით გაერთო.
აგრესიული მგზავრს JetBlue-ს ეკიპაჟმა თვითმფრინავი დაატოვებინა.
ინციდენტის შემდეგ ავიაკომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ მგზავრი თვითმფრინავში კონფლიქტურ სიტუაციას ქმნის, აუცილებლად უნდა ჩამოსვან თვითმფრინავიდან, რადგან სიტუაციამ ესკალაციას ფრენისას არ მიაღწიოს.