LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე აშშ-ის პრეზიდენტს, მელიასა და რურუას მხარდასაჭერად წერილით მიმართავენ

78
მელაშვილი, ილიჩოვა, ხუსკივაძე, კობალაძე

ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას მხარდასაჭერად წერილით მიმართავენ. ამ შინაარსის წერილი მათ ამერიკის საელჩოში რამდენიმე წუთის წინ შეიტანეს.

წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმრები არიან და შესაბამისად, ისინი მსჯავრდებულებს მხარდაჭერას უცხადებენ. ამასთან, ისინი ჯო ბაიდენს მოუწოდებენ – დიპლომატიური გზავნილებითა და სხვადასხვა საშუალებით საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე გავლენა მოახდინოს .

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც ბატონი რურუა, ასევე მელია  პოლიტიკური დევნილები არიან, ისევე, როგორც  თავის დროზე ჩვენ ვიყავით. შესაბამისად, მხარდაჭერას გამოვთქვამთ, ვისწრაფვით იმისკენ, რომ ეს შეწყდეს. დღევანდელი წერილის მოტანის მიზანი მხარდაჭერაა და საბოლოოდ ამოცანაა, რომ პოლიტიკური დევნა საქართველოში უნდა შეწყდეს.

ეს არის მხოლოდ ფორმა, რომ ამერიკულმა მხარემ  საქართველოს მთავრობაზე ძალისხმევა მოახდინოს, რათა მთავრობა რაღაცნაირად აიძულონ. ეს ვნებს საქართველოს, ჩვენს სამშობლოს, რომ პოლიტიკური პატიმრები არიან. ეს მავნებლობა უნდა აღიკვეთოს, აი, ამისკენ არის მიდრეკილი ძალისხმევა. მოლოდინი გვაქვს, რომ რაღაც გავლენას მოახდენს“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

განცხადება მელიასა და რურუას მხარდაჭერის შესახებ აკაკი კობალაძემაც გააკეთა და თქვა, ისინი დაკავებულები სერგეი გავრილოვის გამო არიან. კობალაძემ აღნიშნა, რომ ოთხი ყოფილი პოლიტიკური პატიმარი და დღეს, პოლიტიკური მძევლები: ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პოლიტიკური პატიმრების მხარდასაჭერად მიმართავენ.

“21-ე საუკუნეში, ევროპულ სახელმწიფოში და ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში  ორი პოლიტიკური პატიმარი გვყავს – გიორგი რურუა და ნიკა მელია. აღნიშნული მდგომარეობა საქართველოსთვის გაუგონარი ფაქტია, მაგრამ „ქართული ოცნების“ მმართველობის გამო, აქამდე მივედით. მივმართავთ პრეზიდენტ ბაიდენს, რათა მან, როგორც დემოკრატიული სამყაროს ლიდერმა,  საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე გავლენა მოახდინოს. სირცხვილია, რომ ეს ორივე პოლიტიკური პატიმარი გავრილოვის გამოა დაკავებული. როდესაც გავრილოვის გამო ადამიანებს აკავებ, ამაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია, სირცხვილია ის, რაც საქართველოში ხდება “, – განაცხადა აკაკი კობალაძემ.

mazda magti 5g