საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი, ერთ-ერთ გადაცემაში ახალი ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ საუბრობს, რომელიც მისი თქმით, ახალი ოჯახების შექმნას უზრუნველყოფს.
“შეიქმნება ფონდი ან ორგანიზაცია, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს. ეს თანხა ახალი ოჯახების შექმნას და მათ გაძლიერებას მოხმარდება. იქნებიან აგენტები და აღრიცხვაზე აიყვანენ შეყვარებულ წყვილებს, რომელთაც ოჯახის შესაქმნელად საჭირო თანხა არ აქვთ. წყვილები ფონდის ან ორგანიზაციის სახელზე დაწერენ განცხადებას და ამით დადასტურდება, რომ ისინი მართლა შეყვარებულები არიან,” – განაცხადა ემზარ კვიციანმა.